ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

13:20, 04.06.2025

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი 5 ივნისს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

მედიის ცნობით, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები, სხვადასხვა საკითხთან ერთად, უკრაინაში ომის დასრულებასა და ტარიფებზე იმსჯელებენ.

მსგავსი