ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა
ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა. ეს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მერცის პირველი ვიზიტია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს 5 ივნისს შეხვდება, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

შეხვედრაზე ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო საკითხებს განიხილავენ.