ფრიდრიხ მერცი - ირანში ომი არავისთვისაა სასარგებლო, ის ყველას ზიანს აყენებს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ირანთან დაკავშირებით დემოკრატიული ცვლილებების გეგმა არსებობს
ირანში ომი არავისთვისაა სასარგებლო და ყველას ზიანს აყენებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ომთან დაკავშირებით ყოველდღიურ კონტაქტზეა ისეთ ლიდერებთან, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.
მერცის თქმით, ირანის ომთან დაკავშირებით გერმანიასთან კონსულტაცია არ გაუმართავთ და ის კვლავ არ არის დარწმუნებული, რომ არსებობს იქ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელების გეგმა.
მერცი ასევე ამბობს, რომ აშშ-მა და ევროპამ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა ერთობლივად უნდა გააძლიერონ.