ფრიდრიხ მერცი - გერმანია შეაჩერებს ისრაელში იარაღის ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ღაზის სექტორში
გერმანია ისრაელში იარაღის ექსპორტს შეაჩერებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
კანცლერის თქმით, სულ უფრო რთული ხდება იმის გაგება, თუ როგორ დაეხმარება ისრაელის სამხედრო გეგმა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას.
„გერმანია შეაჩერებს ისრაელში იარაღის ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ღაზის სექტორში. ამ გარემოებებში გერმანიის მთავრობა არ გასცემს ავტორიზაციას სამხედრო აღჭურვილობის რაიმე ექსპორტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღაზის სექტორში“, – აღნიშნა მერცმა.
როგორც „ბიბისი წერს, ისტორიულად, გერმანია იყო ერთ-ერთი უმსხვილესი იარაღის მომწოდებელი ისრაელისთვის.
ცნობისთვის, ისრაელის უშიშროების კაბინეტმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარებას ითვალისწინებს.