ფრიდრიხ მერცი – გერმანია და აზერბაიჯანი სერიოზულად დაზარალდნენ ომებისგან, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური ინტერესების თვალსაზრისით
გერმანია და აზერბაიჯანი სერიოზულად დაზარალდნენ ამ ომებისგან, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური ინტერესების თვალსაზრისით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, როგორ განსხვავდება უკრაინისა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დეტალებში, გერმანია ამ კონფლიქტების მოლაპარაკებების გზით მოგვარებას უჭერს მხარს.
„გერმანია და აზერბაიჯანი სერიოზულად დაზარალდნენ ამ ომებისგან, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური ინტერესების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რამდენად განსხვავდება ეს ორი კონფლიქტი დეტალებში, ყველა შემთხვევაში მოლაპარაკებების გზით მათ გადაჭრას ვუჭერთ მხარს იმ რწმენით, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებს მოაქვს საბოლოო, ხანგრძლივი მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბატონო პრეზიდენტო, განსაკუთრებული სითბოთი მიგესალმებით აქ, გერმანიაში და გილოცავთ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გააფორმეთ. ეს ისტორიული ხელშეკრულებაა, რომელიც კარს უხსნის ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტის დაძლევას. კიდევ ერთხელ, ბატონო პრეზიდენტო, დიდ მადლობას გიხდით დღეს ბერლინში სტუმრობისთვის. მოუთმენლად ველოდებით აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის კარგი თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.