ფრიდრიხ მერცი - ევროკავშირი და აშშ მზად არიან, მოსკოვზე სანქციებით ზემოქმედება გააგრძელონ, თუ ის სერიოზულად არ მოეკიდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს
ფრიდრიხ მერცი - ევროკავშირი და აშშ მზად არიან, მოსკოვზე სანქციებით ზემოქმედება გააგრძელონ, თუ ის სერიოზულად არ მოეკიდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს

ევროკავშირი და აშშ მზად არიან, სანქციებით ზემოქმედება გააგრძელონ მოსკოვზე, თუ ის სერიოზულად არ მოეკიდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

ფრიდრიხ მერცის თქმით, ევროპა მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას, რუსეთსა და უკრაინას შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო სოლიდარობით გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მხარს დავუჭერთ მათ, რათა შეძლონ ეფექტურად თავის დაცვის გაგრძელება, მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ასევე განვახორციელოთ შემდგომი ზემოქმედება რუსეთზე. მოვუწოდებთ რუსეთს, ბოლოსდაბოლოს დაადგეს ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებების გზას. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ არ დავაყოვნებთ, ევროპელ პარტნიორებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად კიდევ უფრო გავზარდოთ ზემოქმედება სანქციებით“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.