ფრიდრიხ მერცი – ჩვენ ვერ შევძელით ხალხთან ემოციური კავშირის დამყარება, მოსახლეობის მხრიდან ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა იყო და ჩვენ ამის იგნორირება არ შეგვიძლია
ჩვენ ვერ შევძელით ხალხთან ემოციური კავშირის დამყარება. მოსახლეობის მხრიდან ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა იყო და ჩვენ ამის იგნორირება არ შეგვიძლია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არჩევნების შედეგების გამო მთავრობა ჩვეულ რეჟიმში მუშობას ვერ განაგრძობს.
„ჩვენ გვაქვს ძლიერი კონსტიტუცია, გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა დავიცვათ კონსტიტუცია მემარჯვენე ექსტრემისტული ფედერალური მიწის მთავრობისგან, მაგრამ ჩვენს პარტიულ სისტემაში ტექტონიკური რყევებია. ეს ჩვენს პარტიას ძირფესვიანად არყევს. ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ დავუბრუნდეთ ჩვეულ საქმიანობას, არც მე და არც ფედერალურ მთავრობას. ჩვენ მხოლოდ მაშინ მივაღწევთ წარმატებას, თუ ღიად ვისაუბრებთ ხელმძღვანელობაში არსებულ პრობლემებზე“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიზანია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ სრული განადგურება, რის გამოც მასთან თანამშრომლობა შეუძლებელია.
„„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ მტკიცედ დგას ადენაუერისა და კოლის საძირკველზე“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.