ფრიდრიხ მერცი - ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს უკრაინაში აშშ-ის ჩართულობის გარეშე, ეს არ არის ის, რისი ჩანაცვლებაც ევროპელებს შეუძლიათ
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის ომს აშშ-ის როლის გარეშე ვერ დაასრულებენ.
როგორც პარიზში ვიზიტის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივი პრესკონფერენციისას მერცმა განაცხადა, ევროპული ქვეყნები არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ვაშინგტონის ჩანაცვლება შეძლონ.
„ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს უკრაინაში აშშ-ის ჩართულობის გარეშე, ეს არ არის ის, რისი ჩანაცვლებაც ევროპელებს შეუძლიათ“, – განაცხადა მერცმა.
როგორც მერცმა აღნიშნა, მომავალში ცეცხლის ნებისმიერი შეწყვეტა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები ასევე საჭიროებს ამერიკის მონაწილეობას.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი ხარჯები.
„მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, ეტაპობრივად დავლუქოთ ხარვეზები ჩვენ შესაძლებლობებში და კოლექტიურად დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, – განაცხადა მერცმა, რომლის თქმითაც, ის უკრაინას უახლოეს მომავალში ეწვევა.