ფრიდრიხ მერცი – არ მაქვს განზრახვა, ერის ფავორიტი გავხდე, ჩემი მიზანია, ეს ქვეყანა სწორ გზაზე დავაბრუნო, მე კონფლიქტის ეპიცენტრში ვარ, ასე რომ არ ყოფილიყო, ჩემი პირადი მოწონების რეიტინგი უკეთესი იქნებოდა
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ პოპულარობა არ აინტერესებს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი საკუთარი რეიტინგის ამაღლებაზე მეტად რთული რეფორმების განხორციელებაა.
ამის შესახებ მერცმა ბერლინში, გერმანელ დამსაქმებელთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მე არ მაქვს განზრახვა, ერის ფავორიტი გავხდე. ჩემი მიზანია, ეს ქვეყანა სწორ გზაზე დავაბრუნო, რათა კიდევ ერთხელ შევძლოთ გონივრული პერსპექტივების შეთავაზება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. მე კონფლიქტის ეპიცენტრში ვარ. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩემი პირადი მოწონების რეიტინგი უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, ARD-DeutschlandTrend-ის მიერ პირველ ოქტომბერს გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მერცის მუშაობით ამომრჩეველთა მხოლოდ 10%-ია კმაყოფილი. 1997 წლიდან ეს გერმანიის კანცლერისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.