ფრიდრიხ მერცი - ახლო მომავალში ე.წ. ვალის მუხრუჭის რეფორმა გამორიცხულია, ეს საკმაოდ მასშტაბური და რთული სამუშაოა
ფრიდრიხ მერცი - ახლო მომავალში ე.წ. ვალის მუხრუჭის რეფორმა გამორიცხულია, ეს საკმაოდ მასშტაბური და რთული სამუშაოა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა გამორიცხა ე.წ. ვალის მუხრუჭის რეფორმის სწრაფად გატარება და განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია თქმა, შეძლებს თუ არა მოქმედი პარლამენტი სამხედრო ხარჯების მასშტაბური ზრდის დამტკიცებას.

„ახლო მომავალში „ვალის მუხრუჭის“ რეფორმა გამორიცხულია. ეს საკმაოდ მასშტაბური და რთული სამუშაოა, რომელიც უნდა შესრულდეს“, – განაცხადა მერცმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უკვე მიმდინარეობს დებატები ე.წ. ვალის მუხრუჭის რეფორმირების შესახებ. „ვალის მუხრუჭი“ არის ხარჯვის მკაცრი წესი, რომლის მიხედვითაც, ფედერალურ მთავრობას მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%-ზე მეტი სახელმწიფო ვალის აღება ეკრძალება. ამ წესის შეცვლასთან დაკავშირებით დებატები უფრო ინტენსიური გახდა აშშ-ის მოთხოვნის გამო, რომ ევროკავშირმა მეტი გადაიხადოს საკუთარი თავდაცვისთვის.