ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს გაესაუბრება, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად ტრამპთან საუბარს გეგმავს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად გეგმავს დონალდ ტრამპთან საუბარს იქამდე, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარს გამართავს.
მერცმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე იმსჯელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ვატიკანში, რომის პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციის შემდეგ.
მერცმა ასევე განაცხადა, რომ ვატიკანში ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
„მე ვესაუბრე მარკო რუბიოს, მათ შორის, ხვალინდელ ზართან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ოთხი სახელმწიფოს ლიდერებთან და აშშ-ის პრეზიდენტთან ამ საუბრის მოსამზადებლად“, – განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 19 მაისს გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას.