ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა არ გაჰკვირვებია
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა არ გაჰკვირვებია

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა „არ გაჰკვირვებია“.

როგორც მან ბერლინში ჟუნრალისტებს განუცხადა, აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები კარგად მომზადებული არ იყო.

„თავიდანვე არ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად კარგად იყო მომზადებული“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

როგორც ,,როიტერი” წერს,  მან არ ახსნა ზუსტად, ვის წინააღმდეგ იყო მიმართული კრიტიკა და რას გულისხმობდა „კარგად მომზადებაში“.

ცნობითვის, ვაშინგტონსა და თეირანს შორის პაკისტანში 21-საათიანი მარათონული მოლაპარაკებები გუშინ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანმა უარყო ამერიკის მოთხოვნები ბირთვული იარაღის შექმნისგან თავის შეკავების შესახებ, ხოლო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აშშ მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა.