ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა პუტინის მხრიდან საზღვრების გამოცდისა და საბოტაჟის ხანგრძლივი ტენდენციის ნაწილია
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა პუტინის მხრიდან საზღვრების გამოცდისა და საბოტაჟის ხანგრძლივი ტენდენციის ნაწილია

რუსეთის მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ვლადიმირ პუტინის მხრიდან საზღვრების გამოცდისა და საბოტაჟის ხანგრძლივი ტენდენციის ნაწილია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთს სურს, მზაკვრულად მოახდინოს ჩვენი თავისუფალი საზოგადოებების დესტაბილიზაცია“, – განაცხადა მერცმა პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.

გერმანიის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება, არ შეიძლება, იქნეს მიღწეული უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

„ნაკარნახევი მშვიდობა, მშვიდობა თავისუფლების გარეშე პუტინს შემდეგი სამიზნის ძიებისკენ წაახალისებს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.