ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ამ მომენტისთვის არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს ომი სწრაფად დასრულდება“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ შეიძლება, მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ, სულ მცირე, მოხერხდება კონფლიქტის მხარეების შეკრება კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის ვატიკანში.

მერცმა ხაზი გაუსვა გერმანიის „აქტიური, მხარდამჭერი და ძლიერი“ როლის მნიშვნელობას სამშვიდობო ძალისხმევაში.