ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომა, შესაძლოა, კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს

21:58, 19.07.2026

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომა, შესაძლოა, კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს.

გერმანიის კანცლერმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც, როგორ გაიგო შპანის გეგმის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ამბავი მან პარტიას ძალიან გვიან შეატყობინა.

„არავის გვქონდა რეალურად შესაძლებლობა, მასთან ამაზე გვესაუბრა. პარტიასა და საპარლამენტო ჯგუფს ამის შესახებ ძალიან გვიან უთხრა. დრო რომ გვქონოდა, მშვიდად განვიხილავდით, მაგრამ ეს დრო არ გვქონდა“, – აღნიშნავს ფრიდრიხ მერცი.

ჟურნალისტმა ფრიდრიხ მერცს ჰკითხა, გრძნობს თუ არა თავს იმედგაცრუებულად, მაგრამ გერმანიის კანცლერმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

„ამაზე საჯაროდ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, თუმცა თავად საკითხი უკვე დახურულია. ის გადადგა. მის მუშაობას პატივსაც ვცემ. როგორც ბუნდესტაგში საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და ამისთვის, ისევე როგორც ბოლო კვირების რეფორმებისთვის, მადლობას ვუხდი“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, იენს შპანმა, რომელიც ბუნდესტაგში მმართველი კონსერვატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო, 18 ივლისს თანამდებობა მას შემდეგ  დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში სუროგატი დედის მეშვეობით შვილს ელოდებოდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება პარტიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სუროგაციის წინააღმდეგია.

მსგავსი