ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს გერმანია საფრანგეთის ბირთვულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

23:54, 17.07.2026

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მიმდინარე წელს გერმანია საფრანგეთის ბირთვულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მერცმა ქალაქ კიოლნთან ახლოს, ნიორვენიჩის ავიაბაზაზე საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მიერ შექმნილი „სტრატეგიული სამეთვალყურეო ჯგუფი“ განიხილავს, როგორ გააძლიეროს შეკავება მომავალში.

უკრაინასთან დაკავშირებით მერცმა განაცხადა, რომ გერმანია ასევე მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის ინიციატივით შემოდგომაზე დაგეგმილ სწავლებაში. წვრთნები ჩატარდება ე.წ. მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რომელმაც ბოლო შეხვედრა პარიზში კვირის დასაწყისში გამართა.

ამასთან, შეხვედრაზე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მრავალეროვნული ძალები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ უკრაინაში განლაგდებიან, მომდევნო თვეებში უკრაინის მეზობელ ქვეყნებში წვრთნებს ჩაატარებენ.

მსგავსი