ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ისაუბრა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების მიწოდებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ისაუბრა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების მიწოდებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების მიწოდებაზე ისაუბრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

როგორც მერცმა აღნიშნა, ის მჭიდრო კონტაქტზეა აშშ-ის მთავრობასთან, პრეზიდენტ ტრამპთან „პეტრიოტის“ სისტემების შეძენისა და უკრაინაში გაგზავნის გეგმებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას.

„ამერიკელებს თავად სჭირდებათ ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მათ ასევე ბევრი აქვთ… ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, განხორციელდება თუ არა მიწოდება“, – თქვა მან.