ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ესკალაციამ ირანის სახელმწიფოს დანგრევა არ უნდა გამოიწვიოს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ესკალაციამ არ უნდა გამოიწვიოს ირანის სახელმწიფოს დანგრევა.
მისი თქმით, ამას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს ევროპაში მიგრაციის თვალსაზრისით.
„უსასრულო ომი ჩვენი ინტერესი არ არის. იგივე ეხება ირანის სახელმწიფოებრიობის დაშლას ან ირანის ტერიტორიაზე წარმოებულ მარიონეტულ კონფლიქტებს“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია იზიარებს აშშ-ისა და ისრაელის მიზანს ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის შეჩერებასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნქციონირების შენარჩუნება.
„ირანელ ხალხს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.