ფრიდონ ინჯიამ თურქეთის მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა
ფრიდონ ინჯიამ თურქეთის მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოთქვა და აღნიშნა, რომ უერთდება იმ მწუხარებას, რასაც დღეს თურქი ხალხი განიცდის.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ დადებითად შეაფასა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ჯანჯღავას და, საერთოდ, დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა.

„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი ელჩის და დიპლომატიური კორპუსის მუშაობა თურქეთში, კერძოდ, გიორგი ჯანჯღავასი, რომელიც იმ ათიათასობით ქართველის ჭირისუფალია, რომლებიც თურქეთში საქმიანობენ. ის გვერდში უდგას ჭირში და ლხინში ქართველებს, აწყობს სხვადასხვა ღონისძიებას და წარმოადგენს ხიდს ჩვენს ხელისუფლებასა და თურქეთის ხელისუფლებას შორის. გიორგი ჯანჯღავა გვერდში უდგას დიასპორას და ჩემი, ჩემი პარტიის სახელით, დიდი მადლობა, მსურს, ვუთხრა ჩვენს ელჩს. ის მართლაც რომ სამაგალითოა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.