ფრიდონ ინჯია - ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველა ყველაფერს ხედავს, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მილიარდები მოუტანა საქართველოს
ფრიდონ ინჯია - ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველა ყველაფერს ხედავს, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მილიარდები მოუტანა საქართველოს

ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველა ყველაფერს ხედავს, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მილიარდები მოუტანა საქართველოს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

როგორც ინჯიამ აღნიშნა, ადამიანებზე, რომლებსაც მილიარდები აქვთ ქვეყნიდან გატანილი, ხმასაც არ იღებენ და არც ერთ რეზოლუციაში ამაზე საუბარი არ არის.

„ყველამ ყველაფერი ვიცით და ყველა ყველაფერს ხედავს. რისთვის იყო ეს მოთხოვნები და გინდაც ის რეზოლუცია ევროპარლამენტში. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ებრძვიან გამარჯვებულ პარტიას, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი „ოცნება“, ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ, ყველანაირად, ყველა ხერხით. ებრძვიან ადამიანს, რომელმაც მილიარდები მოუტანა საქართველოს და ჩადო ჩვენს ქვეყანაში, სხვადასხვა სახით. როგორც ერთი ხელისუფლების პირობებში, ასევე წინა ხელისუფლების პირობებში. ადამიანებზე, რომლებსაც მილიარდები აქვთ გატანილი ქვეყნიდან, ხმასაც არ იღებენ და არც ერთ რეზოლუციაში ამაზე საუბარი არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს ასი ბიძინა ივანიშვილი და იგივე გზას ადგეს, იმავეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, როგორი იქნება ჩვენი საქართველო? ჩემმა მეგობარმა, არმაზმა თქვა, რომ მიდის საქართველოდან ხალხი. კი მიდის. არის ეს ტენდენცია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს ხალხი არ წავიდეს. აი, როდესაც იქნება ასი ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი არ წავა. არ წავა ეს ხალხი მაშინაც, თუ ჩვენი პარლამენტი, ხელისუფლება მიიღებს ისეთ კანონებს, რომელიც მისაღები იქნება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.