ფრიდონ ინჯია - ვინ არიან ბლოგერები, არასამთავრობოები, ბერძენიშვილები, ეს ის ხალხია, რომლებიც წლებია, მილიონობით დოლარით ფინანსდებიან
ფრიდონ ინჯია - ვინ არიან ბლოგერები, არასამთავრობოები, ბერძენიშვილები, ეს ის ხალხია, რომლებიც წლებია, მილიონობით დოლარით ფინანსდებიან

თავდასხმა მეფე ერეკლე მეორეზე იგივეა, რაც წლებია, ხდება; გრძელდება თავდასხმები საქართველოს ისტორიის ისეთ გამოჩენილ და ცნობილ პიროვნებებზე, რომლებმაც თავიანთი ეპოქა შექმნეს მსოფლიო ისტორიაში, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ.

ინჯიამ სხდომაზე ისაუბრა ქვეყნის მოღალატეების შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, ებრძვიან მათ, ვინც ეროვნულობისკენ გადადგამს ნაბიჯს.

„ახლა ორიოდ სიტყვა ქვეყნის მოღალატეებზე – ვინ არიან ბლოგერები, არასამთავრობოების დიდი ნაწილი, საიდან მოდიან ბერძენიშვილები? ეს ის ხალხია, რომლებიც წლებია, ათეული და ასეული მილიონობით დოლარით ფინანსდებიან. ვინ დგას ამ დაფინანსების უკან – ეს ის ქვეყნებია, რომლის ელიტის გარკვეული ნაწილი ათეული წელია, ქმნის და ბოლომდე ვერ შექმნა, აქვს დიდი სურვილი, შექმნას მსოფლიოს ხელისუფლება, რომ უფრო ადვილად მოერიოს და მართოს ეს ყველაფერი. ისინი ყველანაირად ცდილობენ, გამოხშირონ მსოფლიო მოსახლეობა, დატოვონ მხოლოდ ცალკეული ელიტა; ამასთანავე, გადააგვარონ ან გენური ინჟინერიის მეშვეობით გამოიყვანონ მომსახურე ადამიანთა რობოტიზებული მონათა ჯგუფი. შედეგად, მსოფლიო მოსახლეობა 7 მილიარდ 940 მილიონიდან უნდათ, დატოვონ ერთ მილიარდამდე. მათ სწორედ ამის განხორციელებაში ხელს უშლიან ეროვნული სახელმწიფოები, რელიგიები და პირველ რიგში, მართლმადიდებლები. მათ ამ მოღალატეობრივი ქმედებით უნდათ, გააქრონ ეროვნული სახელმწიფოები. ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ და კადრულობენ, ეს გინდ, კოვიდია, მაიმუნის „ოსპები“, ომები, სასურსათო კრიზისი და მრავალი სხვა უბედურება, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია.

მოღალატეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ მაინც ორ კატეგორიაში ჯდებიან. პირველი კატეგორია, რომელიც მოგების მიღების მიზნით ემსახურებიან სხვებს, გლობალისტებს და ფსევდოლიბერალებს. მეორე კატეგორიაა, რომელსაც არ აინტერესებს არაფერი, გარდა იმისა, რომ იყოს ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, ბატონ-პატრონი, მეფე; თვითონ იყოს კანონი და მხოლოდ თავისი სიამოვნების მისაღებად იცხოვროს, მათ შორის ცხოველური. ამ შემთხვევაში, მისთვის ქვეყნის სიდიდეს და ვინ იცხოვრებს იქ, მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ ქვეყანა ერქვას. ჩვენ ამას ვხედავთ და სწორედ ამიტომ გვებრძვიან, ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას, მეფეებს, ისტორიას, ენას, წინაპრებს, ადათ-წესს, ჩვენს ხელისუფლებას, თუ ის გაბედავს და ეროვნულობისკენ ნაბიჯს გადადგამს. ამის მაგალითი ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს. რაც ახლა ხდება, თავდასხმა მეფე ერეკლე მეორეზე, ეს იგივეა, რაც წლებია, ხდება ჩვენში და გრძელდება თავდასხმები საქართველოს ისტორიის ისეთ ცნობილ გამოჩენილ და ცნობილ პიროვნებებზე, რომლებმაც თავიანთი ეპოქა შექმნეს მსოფლიო ისტორიაში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.