ფრიდონ ინჯია - ვიმედოვნებ, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც შემოგვიერთდებიან, რადგან დიალოგის ადგილი პარლამენტშია
ფრიდონ ინჯია - ვიმედოვნებ, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც შემოგვიერთდებიან, რადგან დიალოგის ადგილი პარლამენტშია

იმედს ვიტოვებ, რომ დანარჩენებიც ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან, რადგან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დიალოგისთვის შესაფერისი ადგილი პარლამენტია.

ფრიდონ  ინჯიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ევროპელი სოციალისტები“ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყევეტას მხარს არ დაუჭერენ.

„მოგესალმებით კოლეგებო. პირველ რიგში, მივესალმები ოპოზციიის წარმომადგენლებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ. იმედს ვიტოვებ, რომ დანარჩენებიც ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან, რადგან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. ეს ადგილი მართლაც რომ დიალოგის ადგილია. აბსოლუტურად ვეთანხმები ჩვენს კოლეგას ალექსანდრეს, რომელმაც ახლა მთელი სულით და გულით გამოხატა თავისი გულის ნადები და გვითხრა, რასაც ფიქრობს. ჩვენც შევუერთდით იმ მემორანდუმს, რომელსაც ხელლი მოეწერა „ოცნებასა“ და „მოქალაეებს“ შორის. არის იქ საკითხები, რომლებსაც ალბათ, შემდეგში ჩვენ ერთად გავივლით. „ევროპელი სოციალისტების“ სახელით, ჩვენმა საპარლამენტო ჯგუფმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ოპოზიციოიური პარტიების მადანტების გაუქმებას, ახლაც ვუერთდებით ამას და პრინციპულ საკითხს ასე დავიცავთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.