ფრიდონ ინჯია - თამარ ჟვანიას მიმართ თუ არ იქნება წაყენებული ბრალდებები, რომ მან დაარღვია კანონი, შეიძლება, გააგრძელოს მუშაობა, ეს არის სამართლებრივი ქვეყნის პრინციპი
ფრიდონ ინჯია - თამარ ჟვანიას მიმართ თუ არ იქნება წაყენებული ბრალდებები, რომ მან დაარღვია კანონი, შეიძლება, გააგრძელოს მუშაობა, ეს არის სამართლებრივი ქვეყნის პრინციპი

თამარ ჟვანიას მიმართ თუ არ იქნება წაყენებული ბრალდებები ან დამტკიცებული, რომ მან დაარღვია კანონი, ან თუ მისი სურვილი არ იქნება, მან შეიძლება გააგრძელოს მუშაობა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში თანამდების პირის გათავისუფლების საკითხი კანონით რეგულირდება.

„მე არ მომისმენია „ლელოს“ განცხადება, მაგრამ „ლელო“ არის პოლიტიკური პარტია და ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური განცხადება, თუმცა პოლიტიკური განცხადება ერთია და სამართლებრივად გადადგომა ან გათავისუფლება თამარ ჟვანიასი, ეს უკვე კანონმდებლობით რეგულირდება. თუ თამარ ჟვანიას მიმართ არ იქნება წაყენებული ბრალდებები ან დამტკიცებული, რომ მან დაარღვია კანონი, ან თუ მისი სურვილი არ იქნება, მან შეიძლება გააგრძელოს მუშაობა. ეს არის სამართლებრივი ქვეყნის პრინციპი, არა მხოლოდ თამარ ჟვანიას მიმართ, არამედ ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ თუ გვინდა სამართლებრივი ქვეყნის შენება, მაშინ ეს ყველაფერი სამართლებრივად და არა ემოციებით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ინჯიამ.