ფრიდონ ინჯია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ სამსახურად ჩამოყალიბება იმდენად დასაბუთებულია, რომ მიკვირს, სამი წლის წინ იგივე რატომ არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“
ფრიდონ ინჯია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ სამსახურად ჩამოყალიბება იმდენად დასაბუთებულია, რომ მიკვირს, სამი წლის წინ იგივე რატომ არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“

„ევროპული სოციალისტების“ წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ სამსახურად ჩამოყალიბება დასაბუთებულია.

მისივე შეფასებით, სამი წლის წინაც იგივე უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“, თუმცა ახლა ეს შეცდომა გამოასწორა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ სამსახურად ჩამოყალიბება იმდენად დასაბუთებულია, რომ მიკვირს, სამი წლის წინ იგივე რატომ არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა ეს შეცდომა გამოასწორა. ამ შემთხვევაში, ლონდა თოლორაია წარმოადგენს მხარეს, აქ არის პატიმარ სააკაშვილის ინტერესები და ამიტომ აღმოჩნდა ეს ქვაკუთხედი, რის გამოც ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს შეეწინააღმდეგა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ინჯიას განმარტებით, ოპოზიცია ცვლილებებს ლონდა თოლორაიას ინტერესებიდან გამომდინარე აპროტესტებს.

„ორი სამსახურის ერთი ქოლგის ქვეშ ყოფნა და ამ თანამდებობაზე თოლორაიას დანიშვნა, დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იყო. მათ უნდა მოეკითხათ, რას წარმოადგენდა თოლორაია. ეს ადამიანი აღმოჩნდა ის პროკურორი, რომელმაც გიორგი გვიჩიანს ბრალდება წაუყენა, რომ ის სამუდამო პატიმრობაში უნდა ყოფილიყო. მაშინ, დახვრეტა არ იყო, თორემ, დახვრეტასაც მიუსჯიდნენ. გიორგი გვიჩიანი 11 წლის განმავლობაში უსამართლოდ იხდიდა სასჯელს, რაც მას არ ეკუთვნოდა. წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანმა და მისმა ოჯახმა როგორი მორალური ტრავმა მიიღეს? ამის ინიციატორი და დამცველი თოლორაია იყო“, – განუცხადა ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პირველ არხს.

დატოვე კომენტარი