ფრიდონ ინჯია - სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია, სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც ქართულმა და სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა
ფრიდონ ინჯია - სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია, სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც ქართულმა და სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არ მიაჩნია, რადგან ის სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც ქართულმა და სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა.

მისივე თქმით, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მისული ხალხი ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვით უკმაყოფილო და განაწყენებული ადამიანები არიან.

„გუშინ ვინც შეიკრიბა, არის ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვით უკმაყოფილო და განაწყენებული ხალხი. ხალხი, ვინც სამართალი ვერ იპოვა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია. ის იხდის სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას სასამართლომ გამოუტანა. როგორც ქართულმა სასამართლომ, ისე სტრასბურგის. სამართალი უნდა იყოს ყველასთვის. სამართალი რომ იყოს და სასხელმწიფო რომ სამართლიანად სჯიდეს ყველა დამნაშავეს, იქ 90 პროცენტი არ შეიკრიბებოდა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.