ფრიდონ ინჯია - რაც მეტი იქნება პარლამენტში ოპოზიციის რაოდენობა, მით მეტი ძალა გვექნება, ვიყოთ მმართველი პარტიის ოპონენტები, თუ შემოვლენ, მზად ვართ, მათთან ვითანამშრომლოთ
ფრიდონ ინჯია - რაც მეტი იქნება პარლამენტში ოპოზიციის რაოდენობა, მით მეტი ძალა გვექნება, ვიყოთ მმართველი პარტიის ოპონენტები, თუ შემოვლენ, მზად ვართ, მათთან ვითანამშრომლოთ

ოპოზიციონერი დეპუტატის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მიესალმება, თუ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც გადაწყვეტენ, პარლამენტში შევიდნენ.

მისი თქმით, რაც მეტი იქნება პარლამენტში ოპოზიციური პარტიების რაოდენობა, მით მეტი ძალა ექნებათ, იყვნენ მმართველი პარტიის ოპონენტები.

ინჯიას განმარტებით, თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ, მზად არიან, მათთან ითანამშრომლონ.

ამასთან, ფრიდონ ინჯიას შეფასებით, ოპოზიციის ერთიანი პოზიცია არ ჩანს.

„რაც შეეხება საკითხს, ოპოზიცია უნდა იყოს თუ არა პარლამენტში, ჩვენ, ჩვენი გადაწყვეტილებით საპარლამენტო მუშაობაში ვმონაწილეობთ. თუ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, პარლამენტში შემოვიდნენ და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენონ, მათ ასეთ გადაწყვეტილებას დიდი სიამოვნებით მივესალმებით. რაც მეტი იქნება პარლამენტში ოპოზიციური პარტიების რაოდენობა, მით მეტი ძალა გვექნება, ვიყოთ მმართველი პარტიის ოპონენტები. თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, მზად ვართ, მათთან ვითანამშრომლოთ. ოპოზიცია არ არის ჩამოყალიბებული. მათი ერთობლივი პოზიცია არ ჩანს. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი პარტია იქნება ოპოზიციურ ფლანგზე და მათთან ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.