ფრიდონ ინჯია - არ არსებობს რაიმე არგუმენტი, რომელიც შეიძლება, მთავრობის გადადგომის საფუძველი გახდეს
ფრიდონ ინჯია - არ არსებობს რაიმე არგუმენტი, რომელიც შეიძლება, მთავრობის გადადგომის საფუძველი გახდეს

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ვერ ხედავს ვერანაირ არგუმენტს, რომ მთავრობა გადადგეს.

მისი თქმით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივას „ევროპელი სოციალისტები“ არ შეუერთდება.

„ვერ ვხედავთ ვერანაირ არგუმენტს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. აქედან გამომდინარე, მთავრობისთვის უნდობლობის პროცესს არ შევუერთდებით. არ არსებობს რაიმე სახის არგუმენტი, რომელიც შეიძლება, მთავრობის გადადგომის საფუძველი გახდეს. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ 5 ივლისს ყველაფერი არ გააკეთა, რათა ეს არ მომხდარიყო და აანონსებდა, რომ შეიძლება, ვნებათაღელვა ყოფილიყო, რაც მოხდა კიდეც. მათ უმცირესობისთვის უფლება არ უნდა მიეცათ, რაც უმრავლესობის გულისწყვეტას გამოიწვევდა. გამოიწვია ის, რაც მოხდა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.