ფრიდონ ინჯია - მიშელის მემორანდუმი ლამის კონსტიტუციად გადაიქცა, მიმაჩნია, რომ საქართველოში არის კანონი და ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ
ფრიდონ ინჯია - მიშელის მემორანდუმი ლამის კონსტიტუციად გადაიქცა, მიმაჩნია, რომ საქართველოში არის კანონი და ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ

მიშელის მემორანდუმი ლამის კონსტიტუციად გადაიქცა, კონსტიტუცია ჩაანაცვლა და მიშელის კონცეფციიდან უნდა აგვერჩია მოსამართლეები, გვემართა ქვეყანა. თითქმის ყველა საინფორმაციო იწყებდა ამ მემორანდუმით. მიმაჩნია, რომ საქართველოში არის კანონი, კონსტიტუცია და ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ, – ამის შესახებ „ევროპული სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მან აღნიშნული კომენტარი გააკეთა 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილთან დაკავშირებით, რომლითაც შარლ მიშელს, ჟოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის მიმართავენ.

როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, წერილზე ხელმოწერისთვის მათთვის არ მიუმართავთ.

„წერილზე ხელმოწერისთვის ჩვენთვის არ მოუმართავთ, მაგრამ რიგითი მოთხოვნა იქნება ევროპარლამენტისა და ევროპის წინაშე, რომ ვიღაცები კიდევ გაათავისუფლონ. ასეთი შემთხვევა უკვე იყო, როცა დამნაშავეები ევროპის ზემოქმედებით გაათავისუფლა ხელისუფლებამ, რაც არასწორად მიმაჩნია. შეწყალება უნდა იყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც ამას მართლაც იმსახურებენ. პიროვნებები, რომელთაც დახოცილი ჰყავთ ოჯახები, სოფლებია ამოწყვეტილი და მილიონებია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წაღებული, მათ შეწყალებაზე როგორ არის საუბარი? – დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი სამაგალითოა ბაჩო ახალაია, რომელიც ზის და ელოდება გათავისუფლებას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დატოვე კომენტარი