ფრიდონ ინჯია - ლევან ხაბეიშვილი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა და უფრო ეფექტური შეიძლება იყოს მისი მონაწილეობა სპორტში, ვიდრე პოლიტიკაში
ფრიდონ ინჯია - ლევან ხაბეიშვილი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა და უფრო ეფექტური შეიძლება იყოს მისი მონაწილეობა სპორტში, ვიდრე პოლიტიკაში

ქვეყანაში როცა ომი იყო და ზოგიერთი სიკვდილს უყურებდა, მაშინ ლევან ხაბეიშვილი, შეიძლება, ბაღში დადიოდა. ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა და შეუძლია, სპორტში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ინჯიას თქმით, უფრო ეფექტური შეიძლება იყოს ლევან ხაბეიშვილის სპორტში მონაწილეობა, ვიდრე პოლიტიკაში.

„პოლიტიკაში, ნახავთ, ერთი წლის შემდეგ ვინ იქნება. მისი მოწვევით აქციაზე 300 ადამიანი იყო, დანარჩენი ჩამოყვანილი იყო და ვისი ფულით, ამას მალავენ. ადამიანს ჩხოროწყუდან რომ ჩამოიყვან, რაჭიდან გადმოატარებ, სასმელ-საჭმელი როგორ ხდება? ვინ დაიჯერებს, რომ თავისით მოვიდნენ? რამდენს მოიყვანენ?“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.