ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, ჩატარდეს რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა სახალხო დამცველის ინსტიტუტი
ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, ჩატარდეს რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა სახალხო დამცველის ინსტიტუტი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, ჩატარდეს რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა სახალხო დამცველის ინსტიტუტი. მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, მსგავსი ინსტიტუტი არ არსებობს.

„მმართველ პარტიას, „ოცნებას“ გაცხადებული აქვს, რომ ისინი არ წარადგენენ სახალხო დამცველს. ასევე ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამაში. ახლა გადავხედე, კონსტიტუციაში გვაქვს ჩვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი, მაგრამ მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, ხუთი, ექვსი, სადაც არის ასეთი ინსტიტუტი. ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, არსად მსგავსი ინსტიტუტი არ არის. თუ ეს არ სჭირდება მმართველ პარტიას და არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, მაშინ კონსტიტუციიდან ამოვიღოთ, ან შევეკითხოთ ხალხს.

გავაკეთოთ რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა ეს და როცა საჭირო იქნება და მივალთ კონსენსუსამდე, რომ უნდა იყოს პიროვნება, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის, მაშინ მივიღოთ ეს კანონი. შევასრულოთ ყველამ კანონი, ავასრულოთ ყველამ კანონი და შეიძლება, არც იყოს საჭირო ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.