ფრიდონ ინჯია - გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ კანონში ცვლილებებს ჩვენ ხმას არ მივცემთ, არც ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც საქართველოშია, ერთწლიან არჩევნებს არ ითვალისწინებს
ფრიდონ ინჯია - გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ კანონში ცვლილებებს ჩვენ ხმას არ მივცემთ, არც ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც საქართველოშია, ერთწლიან არჩევნებს არ ითვალისწინებს

„ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მისი პარტია მხარს არ დაუწერს კანონში ცვლილებებს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებას ეხება.

ინჯიას თქმით, აღნიშნულ ცვლილებებს მხარს არავინ უჭერს.

„საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ერთი ადამიანი არ იყო ამ კანონპროექტის მომხრე. არც ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც საქართველოშია, ერთწლიან არჩევნებს არ ითვალისწინებს. მაგალითი გვქონდა საარჩევნო კომისიასთან, სადაც თავმჯდომარეს ვირჩევდით და კარგი მაგალითი მივიღეთ, ამას არ ვითვალისწინებთ. ჩვენ ვეყრდნობით იმ შეურაცხმყოფელ 12 მუხლს, რომელიც  გამოგვიგზავნეს საქართველოს. ჩემთვის ეს არის შეურაცხმყოფელი. მერე რომ მოვიდნენ, არასწორად მიგიღიათ კანონი და ახლა შეცვალეთო? საბავშვო ბაღი ხომ არ არის ეს?! კონსტიტუცია გავხადეთ დროებით რაღაც კანონად. ეს დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობს თუ როგორ იქნება? ჩვენ ამას მივიღებთ თუ არ მივიღებთ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ხმას არ მივცემთ“, – განაცხადა ინჯიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს განაცხადა, რომ გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილება არ არის საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, თუმცა კომპრომისზე მიდიან.

კონსტიტუციურ კანონის პროექტს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.