ფრიდონ ინჯია - დროა, ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს
ფრიდონ ინჯია - დროა, ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს

დროა, ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ფრიდონ ინჯია მოუწოდებს ხელისუფლებას, არავითარ შემთხვევაში არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა.

„ხელისუფლებამ და მთავრობამ მინდა, ერთ საინტერესო საკითხს მიაქციონ ყურადღება. ამ დღეებში გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ წერილი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც იცავს მკვლელებს, მოძალადეებს, მწამებლებს, ხაზინის ქურდებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს ამ სიას და აღმოაჩენს, რომ ნახევარზე მეტი იქ ხელისმომწერი არის საჯარო სამსახურში და მას ხელფასს სახელმწიფო უხდის იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო დაანგრიოს, მეორე ნაწილი კი, არიან ის არასამთავრობოები, რომლებიც გარედან იკვებებიან. დროა, ხელისუფლებამ ამ მხრივ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც ის რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დადგეს თავის სიმაღლეზე კანონისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, არავითარ შემთხვევაში არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა“, – განაცხადა ინჯიამ.