ფრიდონ ინჯია - ნიკა მელია პარლამენტს დაამშვენებდა
ფრიდონ ინჯია - ნიკა მელია პარლამენტს დაამშვენებდა

„ევროპელმა სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მისმა პარტიამ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

მისი შეფასებით, ნიკა მელია პარლამენტს დააკლდა.

„ჩვენმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ჩვენმა პატიამ, „ევროპელმა სოციალისტებმა“ ასე გადაწყვიტა. ნიკა მელია პარლამენტს დააკლდა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პარლამენტში ყოფნით ნიკა მელიას გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო და ჯერ კიდევ შეუძლია, ის პარლამენტს დაამშვენებდა“, – განცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატის თანხმობა ჰქონდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებიდან წინააღმდეგ ხმა მისცეს ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ვროპელი სოციალისტების“ წევრებმა, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, ფირდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ.

პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურას ეძლევა შესაძლებლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს.