ფრიდონ ინჯია - ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა
ფრიდონ ინჯია - ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, არ გაყალბებულა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმდენი ხმა მიიღო, რამდენი ამომრჩეველიც ჰყავდა.

„ჩემი კოლეგებისგან გაკეთდა განცხადებები, თუ როგორ ელოდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ პარტიებს, რომლებიც შვიდი თვის განმავლობაში მონაწილეობას არ იღებდნენ პარლამენტის მუშაობაში. მათ მიერ გაცხადებული იყო მხოლოდ ერთი მიზეზი – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული იყო. როცა ჩვენ შემოვედით, დარწმუნებული ვიყავით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა. იყო ხარვეზები, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო, რომ არჩევნების გაყალბებად არ შეგვეძლო, ჩაგვეთვალა. ყველა პარტიამ მიიღო იმდენი ხმა, რამდენიც მისმა ამომრჩეველმა მისცა და ეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესშიც დადასტურდა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.