ფრიდონ ინჯია - ავთო ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა ენუქიძე და მე, ხვალ ერთად მივდივართ პარლამენტში
ფრიდონ ინჯია - ავთო ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა ენუქიძე და მე, ხვალ ერთად მივდივართ პარლამენტში

დღევანდელი ახალი ამბავი არის ის, რომ თანხმობა მივეცი, მონაწილეობა მივიღო მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში. ამავდროულად, დავტოვე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტია, როგორც პარტიის წევრმა. დღეიდან აღარ ვარ საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, პარტია მის განცხადებას დააკმაყოფილებს.

„განცხადება დატოვებული მაქვს, დანარჩენი უკვე პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, დააკმაყოფილებენ ჩემს განცხადებას, რადგან ეს იყო ორმხრივი სურვილი. ავთო ენუქიძე, რომელიც სიით მოხვდა, დავით ზილფიმიანი და ზაზა-გელა ენუქიძე იყვნენ პარტიის გულშემატკივრები, ხვალ ერთად მივდივართ პარლამენტში. ხვალ 12:00 საათზე იქნება პარლამენტის სხდომა და იქ იქნება კენჭისყრა“, – განაცხადა ინჯიამ.