ფრიდონ ინჯია - არ ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არ მისი მოხსენებით, არც პათოსით, რითაც მან პარლამენტში ისაუბრა
ფრიდონ ინჯია - არ ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არ მისი მოხსენებით, არც პათოსით, რითაც მან პარლამენტში ისაუბრა

არ ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არ მისი მოხსენებით, არც პათოსით, რითაც მან პარლამენტის წინაშე ისაუბრა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, პრეზიდენტს უნდა ესაუბრა წლიურ ანგარიშზე, თუმცა მის გამოსვლაში საერთოდ არ ჩანდა, რას აკეთებს პრეზიდენტი.

„როგორც ვიცი, ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ანგარიში გაწეულ საქმიანობაზე, მაგრამ ამ გამოსვლისას ვერ ვნახე, რას აკეთებს საერთოდ პრეზიდენტი. აქ იყო დარიგება, პრეტენზიები გაურკვეველი მიმართულებით. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ზუსტად ის მედიატორი სახელმწიფო შტოებსა და უმრაველსობა-უმცირესობას შორის, რასაც ევროპელი მედიატორები აკეთებენ. მე არ ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არ მისი მოხსენებით, არც პათოსით, რითაც მან პარლამენტის წინაშე ისაუბრა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დატოვე კომენტარი