ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს
ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს

ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს, ხოლო უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უნდა ხელმძღვანელობდეს.

როგორც ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ბოლო სამი თვის განმავლობაში პრაქტიკულად არც ერთი პროდუქტი არ დარჩა, რომელიც არ გაძვირდა, დაახლოებით 30-დან 69 პროცენტამდე. არის პროდუქტი, რომელიც გაძვირდა 100 პროცენტითაც.

„უახლოეს პერიოდში მოსახლეობა ალბათ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ რაღაც ქმედით ღონისძიებებს არ მიიღებს მთავრობა. რომელ საბაზრო ეკონომიკაზე შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, როდესაც ქვეყნის ირგვლივ პრაქტიკულად ყველა საზღვარი დაკეტილია, სადაც მოსახლეობა შეძლებს გაიტანოს პროდუქტი. ეს საბაზრო ეკონომიკა რაღაც ეტაპზე, გარკვეული დროით კორექციას უნდა განიცდიდეს. ევროპის ქვეყნებში ძალიან მიღებულია ასეთი გეგმური ეკონომიკა. პენსიონერებმა, რაც უნდა მიეღოთ წელს 20 პროცენტი, უკვე მიიღეს და პენსიის მომატება უკვე დაგეგმილია მომავალ წელს. როგორც ითქვა, ინფლაციიდან გამომდინარე, 20 ლარით მატება იგეგმება. სახელმწიფო რომ გადარჩეს და შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც პირადად პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს და საგანგებო შტაბს, რომელიც დღეს არსებობს კოვიდთან მიმართებაში, გადავაბარებდი შინაგან საქმეთა მინისტრს, მას დავნიშნავდი ამ საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად. ამას აქვს ორმაგი დატვირთვა – ერთი ის, რომ წესრიგი არ არის ქვეყანაში, ახლა მანქანით რომ გაიარო, 30-პროცენტი ნიღბის გარეშე დადის, კარგი იქნებოდა, ამ შტაბს სათავეში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩადგომოდა“, – განაცხადა ინჯიამ.