ფრიდონ ინჯია - 30 აპრილის აქციაზე ვიყავი, ჩამოვწერე მოთხოვნები და მიმართულებები, რაც იქ დააყენეს, ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე კანონპროექტებს მოვამზადებ
ფრიდონ ინჯია - 30 აპრილის აქციაზე ვიყავი, ჩამოვწერე მოთხოვნები და მიმართულებები, რაც იქ დააყენეს, ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე კანონპროექტებს მოვამზადებ

აქციაზე თავად ვიყავი, სადაც გულანთებული ხალხი იყო მოსული, ვისაც საქართველო უყვარს და ქვეყნის გადარჩენა უნდა, ჩამოვწერე ის მოთხოვნები და მიმართულებები, რაც იქ დააყენეს, ხელისუფლების მიმართ ასეთი, დაახლოებით, რვა მოთხოვნაა იყო, ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონპროექტებს მოვამზადებ, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ინჯიას თქმით, კანონპროექტს მოამზადებს, რომელიც „ლგბტ პროპაგანდას შეზღუდავს“.

„არის მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა, ხელფასები არ არის საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის. ასევე, ლგბტ თემა. კანონპროექტს მოვამზადებ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას შეზღუდავს. ლგბტ პროპაგანდა ანგრევს საქართველოს, ქართულ ოჯახს, სახელმწიფოს და მოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. ეს მიუღებელია ქართველი კაცის მენტალიტეტისთვის. სხვა ორიენტაციის ადამიანები ყველა ქვეყანაში არის. ასეთი იყო საქართველოში ბევრი ცნობილი ადამიანი, ვინც ყველასთვის პატივსაცემი იყვნენ. მათ ორიენტაციას არავინ ეხებოდა. ეს ადამიანის საქმეა, მაგრამ ამის პროპაგანდა და აგიტაცია მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. რომ გამოდიხარ დროშებით და დარბიხარ, ამას უყურებენ ბავშვები, მოზარდები და მოსახლეობა, რაც მიუღებელი ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა ინჯიამ.