„ფრიდომ ჰაუსი“ - საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი კომპრომისი საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პლურალიზმისა და ნდობის გაძლიერებას გამოიწვევს
„ფრიდომ ჰაუსი“ - საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი კომპრომისი საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პლურალიზმისა და ნდობის გაძლიერებას გამოიწვევს

საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი კომპრომისი საქართველოს საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პლურალიზმის და ნდობის გაძლიერებას გამოიწვევს, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია, „ფრიდომ ჰაუსის” ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, მარკ ბეჰრენდტმა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ მივესალმებით ახალ ამბავს საქართველოს მიერ საარჩევნო რეფორმის წარმატებით მიღებაზე. საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი კომპრომისი საქართველოს საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პლურალიზმისა და ნდობის გაძლიერებას გამოიწვევს. ეს მიღწევა ასევე ასახავს საქართველოს საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წვლილს, რომლებიც რეფორმირების მოთხოვნით მრავალთვიან წარმატებულ კამპანიას აწარმოებდნენ”, – განაცხადა „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, მარკ ბეჰრენდტმა.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.