„ფრიდომ ჰაუსი“ – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე, – ამის შესახებ „ფრიდომ ჰაუსის“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ღრმად არიან შეშფოთებული „მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით“.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, რაც, ახლადმიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიზანმიმართულ დასჯას გულისხმობს. ეს ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო სტანდარტებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე – ყველა ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
We are deeply concerned by the Georgian government’s continued, escalating antidemocratic behavior, including the jailing of political opposition leaders and ongoing targeting of civil society groups under the country’s newly enacted foreign agents law.
These actions move… https://t.co/89dMIJRA85
— Freedom House (@freedomhouse) June 30, 2025