ფრენკი დე იონგი პრემიერლიგის მესამე ტურამდე გადავა „მანჩესტერ იუნაიტედში“ # 1TVSPORT
ფრენკი დე იონგი პრემიერლიგის მესამე ტურამდე გადავა „მანჩესტერ იუნაიტედში“ # 1TVSPORT

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი უახლოეს დღეებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდება. ინგლისური კლუბი 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს პრემიერლიგის მესამე ტურამდე განახორციელებს, რომელშიც მანჩესტერელები „ლივერპულს“ შეხვდებიან. შეხვედრა 22 აგვისტოს გაიმართება. ეს ინფორმაცია თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ალექს კრუკმა გაავრცელა.

დე იონგის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შესახებ საგა მას შემდეგ დაიწყო, რაც ინგლისურ კლუბში მთავარ მწვრთნელად ერიკ თენ ჰაგი დაინიშნა. ისინი ერთად მუშაობდნენ „აიაქსში“ და ნიდერლანდელ სპეციალისტს სურდა თავის ახალ გუნდში თანამემამულის ხილვა. გარიგებას ხელს უშლიდა ის, რომ „ბარსელონას“ დე იონგის მიმართ სახელფასო დავალიანება აქვს და თავად ფეხბურთელსაც არ სურდა „იუნაიტედში“ გადასვლა, რომელიც წელს ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს.