ფრენბურთი | თბილისში 16-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ჩატარდება #1TVSPORT
საქართველო 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. საქართველოს 16-წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრები CEV U16 ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე იასპარეზებს.
ტურნირი 25-27 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.
ჩვენი გუნდი D ქვეჯგუფში იასპარეზებს, სადაც სლოვენიის, უნგრეთისა და რუმინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
თამაშების განრიგი:
25 აპრილი – საქართველო – უნგრეთი | 18:30
26 აპრილი – საქართველო – სლოვენია | 18:30
27 აპრილი – საქართველო – რუმინეთი | 18:30