ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ფრენბურთის ქალთა ეროვნული ნაკრები ივნისში ევროლიგა 2026-ის  შეხვედრებს გამართავს. პაატა ულუმბელაშვილის გაწვრთნილი გუნდი ექვს შეხვედრას სამ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩაატარებს.

ჩემპიონატში სულ 26 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და მხოლოდ პირველი ოთხი გუნდი შეძლებს ნახევარფინალში გასვლას.

ფრენბურთის ქალთა ეროვნული გუნდი განახლებული შემადგენლობით იასპარეზებს, რადგან ნაკრებში NBA-ს ორგზის ჩემპიონისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშის, ზაზა ფაჩულიას ქალიშვილი, მარიამ ფაჩულია გამოიძახეს.

საქართველოს ნაკრები:

მარიამ ბერიაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, ანა თევდორაძე,  ლიზი აფხაზავა, მელანია კაციტაძე, ანა ჯანხოთელი, გვანცა ულუმბელაშვილი, მაგდა კობაიძე, ქეთევან ბლუაშვილი, მართა ლორთქიფანიძე, თინათინ ჟღენტი, ქეთევან მჟავანაძე, მარიამ მუშკუდიანი, ლიზი ირინე ლობჟანიძე, ანი მდივანი, ელენე ჭუმბურიძე, კესო ნარიმანიძე, ანა კალანდაძე, ელენე მექვაბიშვილი, ნინო ხაბეიშვილი, მარიამ ფაჩულია.

მთავარი მწვრთნელი: პაატა ულუმბელაშვილი

მწვრთნელის ასისტენტი: თენგიზ ჯანხოთელი

 

კალენდარი:

მონტენეგრო

6 ივნისი

17:00 საქართველო – სლოვენია

7 ივნისი

19:00 მონტენეგრო – საქართველო

 

შვეიცარია

12 ივნისი

15:00 საქართველო – შვეიცარია

13 ივნისი

15:00  ავსტრია – საქართველო

 

საქართველო

19 ივნისი

19:00 ბოსნია-ჰერცეგოვინა  – საქართველო

21 ივნისი

19:00 საქართველო – სლოვაკეთი