ფრენბურთი | საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სომხეთი დაამარცხა #1TVSPORT

14:53, 23.10.2026

საქართველოს 20-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა, რუსთავის სპორტის სასახლეში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი სომხეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 3:1 (25:16, 25:12, 20:25, 25:21) დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩში:

ანასტასია დვალიშვილი (11 ქულა), ელენე მექვაბიშვილი (9), ლიზი აფხაზავა (9), კესო ნარიმანიძე (7), ბარბარე მინაშვილი (6), ნუცა ლომიძე (6), ანა ჯანხოთელი (4), ელენე ჭიპაშვილი (2), ქეთევან მჭედლშვილი (1), მედეა შუბლაძე, მარიამ იოსებაშვილი, ლიზი ბექაური.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში უკრაინამ ესტონეთს 3:0 სძლია. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება – რუსთვის სპორტის სასახლეში მატჩი 23 ოქტომბერს, 20:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი