ფრედი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა
ფრედი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა დონეცკის „შახტარიდან“ ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი შეიძინა. კონტრაქტის დეტალების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ უკრაინულ კლუბს 60 მილიონ ევროს გადაუხდიდა 25 წლის ფეხბურთელში და ფრედი ჟოზე მოურინიოს გუნდთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებდა წელიწადში 5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

გასულ სეზონში ფრედმა უკრაინის ჩემპიონატის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი შეასრულა.

ამჟამად, ნახევარმცველი ბრაზილიის ნაკრებშია და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.