ფრედი „მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა
ფრედი „მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა

„მანჩესტერ იუნაიტედმა” ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველთან, ფრედთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. ეს ფეხბურთელი რამდენიმე წელი დონეცკის „შახტარში” თამაშობდა.

კონტრაქტი ხუთწლიანია, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ტრანსფერის პირობები არ გამჟღავნებულა. არაოფიციალური ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედმა” ფეხბურთელში დაახლოებით 60 მილიონი ევრო გადაიხადა.

გასულ სეზონში 25 წლის ბრაზილიელმა უკრაინის ჩემპიონატის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა სამი გოლი და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.