ფრე ლუქსემბურგთან - 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „ბ“ ლიგის მეორე რაუნდის პირველი მატჩი ლუქსემბურგთან გამართა და ქულა მოიპოვა – 1:1.
ბულგარეთის ქალაქ ალბენაში მიმდინარე ტურნირზე ლავრენტი დავითაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლუქსემბურგთან 39-ე წუთზე დაწინაურდა – საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ნინიკო ჩხეტიანმა გაიტანა. მაგრამ 71-ე წუთზე ანა მინიმ საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელი ბულგარეთი ლიხტენშტაინს დაუპირისპირდა და 7:0 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ლიხტენშტაინის წინააღმდეგ 5 აპრილს გამართავს, ხოლო 8 აპრილს ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთს დაუპირისპირდება.
„ა“ ლიგის საგზურს, „ბ“ ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.