ფრე და წაგება კვიპროსთან - 17-წლამდე ნაკრებმა შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კვიპროსში, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მასპინძელ კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდა და შეხვედრა 1:1 დაასრულა.
ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე გორის „დილის“ ნახევარმცველმა, გიორგი კობახიძემ გაიტანა, რომელმაც რევაზ კირვალიძის გადაცემით ისარგებლა და გუნდი წინ გაიყვანა. მაგრამ მასპინძლებმა 67-ე წუთზე სავას კონტოპულოსის პენალტით ანგარიში გაათანაბრეს.
ეს ამ გუნდების მეორე ამხანაგური მატჩი იყო. პირველიც ახნას „დასაკი სტადიოზე“ გაიმართა და კვიპროსის 17-წლამდელთა ნაკრებმა 3:1 ანდრეას მავრუდისის (10), სავას კონტოპულოსის (20 – პენალტი) და მაიკლ თეოდოსიუს (85) გოლებით მოიგო.
ეს მატჩები გენერალური რეპეტიცია იყო გიორგი ჩიტაურის 17-წლამდელთა ნაკრებისთვის, რომელიც მარტში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდს B ლიგაში ითამაშებს, სადაც ლიეტუვასა და ყაზახეთს შეხვდება. ტურნირს ყაზახეთი უმასპინძლებს.