ფრე ბოლო ტურში - 18-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიის ტურნირი დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა პორტუგალიის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე მონაწილეობა დაასრულა. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა ბოლო შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართა.
გუნდმა ტურნირი მასპინძელ პორტუგალიასთან 0:5 წაგებით დაიწყო, მერე ტურში სლოვაკეთთან 0:0 ფრედ ითამაშა – ამ შეხვედრაში წყდებოდა, გუნდი რომელ ადგილს დაიკავებდა. საბოლოოდ, ეს მატჩიც ფრედ დასრულდა (0:0) და ჩვენმა გუნდმა ტურნირი 2 ქულით და უგოლოდ დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სლოვაკეთის ნაკრებებმა ერთმანეთს გოლიც ვერ გაუტანეს და ორივე შეხვედრა 0:0 დასრულდა. ამდენად, მეორე ადგილზე პორტუგალიასთან შედარებით მცირე სხვაობით დამარცხებული ჩრდილოეთ მაკედონია (1:3 წააგო) გავიდა, მეორეზე სლოვაკეთია, მეოთხეზე კი საქართველო.
პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირი
1 ტური
პორტუგალია – საქართველო 5:0
ჩრდ. მაკედონია – სლოვაკეთი 0:0
2 ტური
პორტუგალია – ჩრდ. მაკედონია 3:1
საქართველო სლოვაკეთი 0:0
3 ტური
პორტუგალია – სლოვაკეთი 3:0
საქართველო – ჩრდ. მაკედონია 0:0
1 პორტუგალია 3 9
2 ჩრდ. მაკედონია 3 2
3 სლოვაკეთი 3 2
4 საქართველო 3 2
მარტის დასაწყისში, 18-წლამდელებმა უნგრულ ტურნეში, უნგრეთის ასაკობრივ ნაკრებთან ორი მატჩი ითამაშეს. პირველი მატჩი საქართველოს გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში 0:0 დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ გუნდი, 2022 წლის შემოდგომაზე, 19-წლამდე ასაკობრივი ნაკრები გახდება და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.