ფრე ბათუმელებთან მატჩამდე - ვაისის გუნდმა ბოლო სპარინგი გამართა #1TVSPORT
ფრე ბათუმელებთან მატჩამდე - ვაისის გუნდმა ბოლო სპარინგი გამართა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრამდე ბრატისლავასსლოვანმა“ ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა – ვლადიმირ ვაისის გუნდი ჩეხეთში ბრნოს „ზბროოვკას“ დაუპირისპირდა და მატჩი 2:2 დაასრულა.

„სლოვანში“ სადებიუტო თამაში ჩაატარეს ზაფხულში ჩარიცხულმა ახალწვეულებმა, საყრდენმა ნახევარმცველმა იურაი კუცკამ და თავდამსხმელმა ერიკ რამირესმა, რომელმაც დებიუტი გოლით აღნიშნა.

შესვენების დროს უფროსმა ვლადიმირ ვაისმა თითქმის სრული შემადგენლობა შეცვალა, პირველი ტაიმიდან მოედანზე მხოლოდ მისი ვაჟი, ვლადიმირ ვაისი უმცროსი და კიდევ ერთი ახალწვეული, ბელგიელი სიმენ ვოეტი დარჩნენ.

ამ დროს ბრატისლაველები სამი ცენტრალურ მცველიან სისტემაზე გადავიდნენ. აღსანიშნავია, რომ „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო გურამ კაშია, ხოლო ჯაბა კანკავა შესვენების შემდეგ გამოჩნდა და 86-ე წუთზე შეცვალეს. შემადგენლობაში მის პოზიციაზე „უოტფორდიდან“ დამატებულმა სლოვაკეთის ნაკრების საყრდენმა იურაი კუცკამ ითამაშა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი „სლოვანსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის ოთხშაბათს, 6 ივლისს, „ტეჰელნო პოლეზე“ გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი 13 ივლისს – ბათუმის არენაზე.